Thursday, July 30, 2009



წყარო:
ფოტო: globalwarming.com


ვიდეო: www.youtube.com

გლობალური დათბობის შედეგი



როდ აილენდის პროფესორმა შერილ ვილგერის განცხადეთ საფრთხე ემუქრება ანტარქტიდის უნიკალურ სამყაროს:

„გლობალური დათბობა იქამდე მიგვიყვანს, რომ ანტაქტიდის ჯერჯერობით ცივ წყლებში გადასახლდებიან ზვიგენები,

რითაც ისინი საფრთხეს ქვეშ დააყენებენ ზღვის უნიკალურ სამყაროს, რომელიც მილიონი წლის განმავლობაში დაცული იყო

მტაცებელთაგან ცივი კლიმატის საშუალებით“ - განაცხადა შერილ ვილგერმა.


სვენ ტატე რომელიც საუტტემპტონის ოკეანოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას რათა მიიღონ შესაბამისი ზომები რათა არ განადგურდეს ანტარქტიდის ზღვის უნიკალური სამყარო რადგან ეს გამოწვეულია გლობალური დათბობების შედეგად და მოუწოდებს რომ შეამცირონ სათბურები და გაზების გამოყოფა რადგან გლობალური დათბობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ეს გაზები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალია ანტაქტიდის ოკეანის უნიკალური სამყაროში.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ტემპერატურამ დაახლოებით ნახევარი გრადუსით მოიმატა და ვარაუდობენ რომ 100 წლის განმავლობაში ანტაქტიდის წყლის ტემპერატურა იმ დონეზე მოიმატებს რომ ზვიგენები შეძლებენ გაჩერებას ანტარქტიდის წყლებში.

ამასთან ერთად ყინულის დნობა გამოიწვევს წყლის დონის მატებას მსოფლიო ოკიანეებში და ეს მიგვიყვანს ეკოლოგიურ კატასტროფამდე და დედამიწის ცოცხალ სამყაროს განადგურებამდე


წყარო:
სტატია: ფაილები ყველანაირ თემაზე

ფოტო:

რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა მსოფლიოს



რობერტ ვატსონი რომელიც კლიმატის ცვლილებათა საკითხში საერთაშორისო მსაჯულთა ყოფილი თვაჯდომარეა და მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებს რომ შეერთებული შტატები და სხვა მდიდარი ქვეყნები ვალდებულნი არიან პრობლემის მოსაგვარელბლად მკაცრი ზომები მიიღონ. მან კერძოდ თქვა:

სახელმწიფოს დონეზე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კალიფორნიის შტატში და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში. კერძო კომპანიები და სექტორებიც, როგორიცაა ჯენერალ ელექტრიკი, ვოლ-მარტი და დიუპონტი დათანხმდნენ გრძელვადიან ნებაყოფლობით შეზღუდვებზე. მათთვის ნათელია რომ მსგავსი შეზღუდვები მათი კომპანიების ეკონომიური წინსვლის საწინდარია.

პრეზიდენტმა ბუშმა იანვრის თვეში გაკეთებულ ყოველწლიურ გამოსვლაში აღიარა რომ გლობალური დათბობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ეწინააღმდეგება ნახშირ-ორჟანგისა და სასათბურე აირების გამონაბოლქვის ატმოსფეროში შემცირებას.

ბრიტანეთის გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავიდ მილიბანდი რომელიც აირების გამონაბოლქვების შემცირებას ემხრობა აცხადებს რომ აუცილებელია მსგავსი შეზღუდვების განხორციელება არა მარტო განვითარებულ ,არამედ გავითარებად ქვეყნებშიც, რადგანაც გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს:

ჩვენ გავითავისეთ რომ გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებული ნახშირ-ორჟანგისა და სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიგემში თუ ალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორცია ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ რომ ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რობერტ ვატსონი აცხადებს რომ ღარიბი ქვეყნებისთის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია.მან იქვე დასძინა რომ შეერთებული შტატები, ჩინეთი და ინდოეთი ენერგიის გამომუშავებას ნახშირზე დაყრდნობით აწარმოებს.

ამჟამად ჩვენი მიზანია განვავითაროთ ისეთი ტექნოლოგია რომელიც ნახშირის საშუალებით ენერგიის გამომუშავებას შესაძლებლობას მოგვცემს მაგრამ გამონაბოლქვის ატმოსფეროში გასვლას შევაკავებთ. მეცნიერებაში ამას ნახშირბადების შეგროვებისა და შენახვის ტექნოლოგია ეწოდება.

დიდი რვიანის 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებათა ნაწილია ვაშინგტონში გამართული ეს ფორუმიც. გლობალური დათბობის საკითხის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ივლისის თვეში დაგეგმილ კონფერენციაზე დიდი რვიანის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გააკეთებს განცხადებას.

წყარო : american voice

გლობალური დათბობის მიზეზები


მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არის. უფრო გავრცელებულია ნახშირორჟანგის, CO2-ის , - სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ, - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს დედამიწაზე მზის სხივების შეჭრის ინტენსივობის მარეგულირებელ შრეს. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ, მცენარეთა განვითარებაზე CO2-ის დადებითი ზემოქმედების გამო, მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამიტომ შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხვა თეორიის, ეგრეთ წოდებული “მზის თეორიის”, ზოგიერთი მომხრე “სასათბურე გაზის” ზრდას გლობალური დათბობის შედეგად მიიჩნევს და არა მიზეზად. ამ თეორიის ავტორები, რომელთა შორის ორი დანიელი მეცნიერია - ეგილ ფრიიზ-ქრისტენსენი და კნუდ ლასენი, ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას. მზის ლაქებზე დაკვირვება მეცნიერებმა სისტემატიურად 1749 წლიდან დაიწყეს. დღეს მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ ამ ლაქების გამოჩენა-გაქრობის ზეგავლენა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე - ლაპარაკობენ რადიონახშირჟანგის, C14-ის, ცვალებადობასა და მზის კოსმოსური გამოსხივების ზეგავლენით მისი რაოდენობის ზრდაზე. ამ თეორიის მომხრე მეცნიერებმა, დაკვირვების შედეგად, შუა საუკუნეებში აცივება-დათბობის ახსნაც კი შეძლეს. ლაპარაკია, აგრეთვე, ღრუბლების წარმოქმნა-არწარმოქმნის კავშირზე კოსმოსურ გამოსხივებასთან. შეიძლება იკითხოთ, რატომ არ არის ეს თეორია პოპულარული და რატომ გაფორმდა “კიოტოს ხელშეკრულება”, რომელიც მრეწველობას ავალდებულებს შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის გამომწვევი პროდუქტების წარმოება? ამ პროცესს “ჰავის ცვლილების საერთაშორისო საბჭო” განაგებს. მასში მსოფლიოს უამრავი მეცნიერი შედის, რომელთა მოვალეობა დღეს არსებული ყველა თეორიის განხილვაა. გერმანელი ფიზიკოსი ალვო ფონ ალვენსლებენი ბრალდებას უყენებს საბჭოს, რომ ის არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამასთან, მზის ფიზიკის სპეციალისტი ამბობს, რომ დასკვნა მზის თეორიის შესახებ არ იყო ექსპერტთა მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ამ დასკვნის ავტორს, ამბობს ფონ ალვენსლებენი, უფლება არ ჰქონდა არგუმენტების გარეშე უარეყო ეს თეორია. ალვენსლებენთან პირდაპირ კამათში ჩაერთო გერმანელი ფიზიკოსი, ჰავის ცვლილების მკვლევარი, პროფესორი შტეფან რამსტორფი, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ მზის თეორიას იმის გამო უარყოფენ, რომ არ იცნობენ ან უგულუბელყოფენ მას.
(რამსტორფის ხმა)
“მიზეზი ამისა ის არის, რომ მზის აქტიურობას, გაზომვების თანახმად, ბოლო 50 წელიწადში არ მოუმატია. ამიტომაც ეს არ შეიძლება დათბობის მიზეზი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ მზის აქტიურობის ცვალებადობას ათასწლეულების განმავლობაში მართლაც ჰქონდა ზეგავლენა დათობა-აცივებაზე, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბოლო 50 წელიწადში ეს არ ჩანს და ამიტომაც ის ვერ იქნება მიზეზი ჰავის შეცვლისა.”
ზემოთ დანიელი მეცნიერები ვახსენე. როგორც რამსტორფმა თქვა, ერთ-ერთმა მათგანმა, კნუდ ლასენმა, თავისი მტკიცება უკან წაიღო, რადგან ბოლო გაზომვებით საკუთარი თეორიის დამტკიცება ვეღარ შეძლო. თანამოსაუბრემ გვითხრა, მზის თეორიას არაერთი მომხრე ჰყავს, მაგრამ მზის აქტიურობის ცვალებადობაზე რომც იყოს დამოკიდებელი დათბობა-აცივება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგის ფაქტორი, რაც ფიზიკურად აშკარაა, სუსტდებაო. როგორ ზეგავლენას ახდენს ნახშირორჟანგი დათბობაზე, ვიცით. ისიც ვიცით, რომ ადამიანი CO2-ის კონცენტრაციის ზრდას და დათბობის გაძლიერებას კვლავ ხელს უწყობს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, ამბობს პროფესორი შტეფან რამსტორფი, შესაბამისად, მისი შეჩერებაც შეგვიძლია.
(რამსტორფი)
“იმაზე, რასაც მზე აკეთებს, ადამიანს გავლენა არა აქვს. ამიტომ არც კი აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტიური იქნება ის მომავალ 30 წელიწადში, რადგან ამას მაინც ვერ შევცვლით. ამასთან, მისი ზეგავლენა მცირეა, რადგან აქტივობის ზრდა მხოლოდ გრადუსის მეათედს შეადგენს, ნახშირორჟანგის ზემოქმედებით კი მომავალ ას წელიწადში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს, თუკი მას არ შევაჩერებთ.”
აქვე მინდა გაგაცნოთ ნახშირორჟანგის ზრდის შეჩერების საწინააღმდეგო არგუმენტიც, რომელიც ეკუთვნის გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის კიპენჰოიერის სახელობის მზის ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელს, ალვო ფონ ალვენსლებენს. მისი თქმით, ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდა ატმოსფეროში მცენარეთა ზრდისთვის სასიკეთოა. ამიტომაც ეს პროცესი სასურველიც კია. ამ მოსაზრებას უპირისპირდებიან “სასათბურე გაზის” თეორის მომხრეები: ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მატება, - ამბობენ ისინი, - მართალია, ხელს უწყობს მცენარეების სწრაფ ზრდას, მაგრამ ბუნება ამ გარემოებასთან შეგუებას ვერ ასწრებს. ალბათ, გახსოვთ, ადრე ჩვენ გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ მცენარეთა სწრაფი ზრდა იწვევს მწერების ზრდასაც და ფრინველები მათ საკვებად გამოყენებას ვეღარ ახერხებენ. მომხრეები ჰყავს ალვენსლებენის იმ არგუმენტსაც, რომ ნახშირორჟანგის ზრდა ატმოსფეროში, თუკი მას მრეწველობა იწვევს, ას წელიწადსაც ვერ გაგრძელდება, რადგან, მაგალითად, ნახშირი, ნავთობი და გაზი მალე გამოილევა და ამით მათი გამოყენებაც შეწყდება. როგორც ხედავთ, არგუმენტები არც ერთ მხარეს არ ილევა. მე საუბრის ბოლოს ვკითხე “სასათბურე გაზის” თეორიის მომხრეს, შტეფან რამსტორფს, როგორ ხედავს ის მეცნიერების როლს იმაში, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას იწვევს დათბობა, რატომ არის მნიშვნელოვანი დათბობის შეჩერება და რა მოელის ადამიანს, რომელზეც პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს აკისრიათ.


წყარო: რადიო თავისუფლება

რა არის გლობალური დათბობა?



გლობალური დათბობა


გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

წყარო: ვიკიპედია



წყარო:
ვიდეო: www.youtube.com
ფოტო: www.3danimation.e-spaces.com