Thursday, July 30, 2009
რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა მსოფლიოს
რობერტ ვატსონი რომელიც კლიმატის ცვლილებათა საკითხში საერთაშორისო მსაჯულთა ყოფილი თვაჯდომარეა და მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებს რომ შეერთებული შტატები და სხვა მდიდარი ქვეყნები ვალდებულნი არიან პრობლემის მოსაგვარელბლად მკაცრი ზომები მიიღონ. მან კერძოდ თქვა:
სახელმწიფოს დონეზე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კალიფორნიის შტატში და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში. კერძო კომპანიები და სექტორებიც, როგორიცაა ჯენერალ ელექტრიკი, ვოლ-მარტი და დიუპონტი დათანხმდნენ გრძელვადიან ნებაყოფლობით შეზღუდვებზე. მათთვის ნათელია რომ მსგავსი შეზღუდვები მათი კომპანიების ეკონომიური წინსვლის საწინდარია.
პრეზიდენტმა ბუშმა იანვრის თვეში გაკეთებულ ყოველწლიურ გამოსვლაში აღიარა რომ გლობალური დათბობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ეწინააღმდეგება ნახშირ-ორჟანგისა და სასათბურე აირების გამონაბოლქვის ატმოსფეროში შემცირებას.
ბრიტანეთის გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავიდ მილიბანდი რომელიც აირების გამონაბოლქვების შემცირებას ემხრობა აცხადებს რომ აუცილებელია მსგავსი შეზღუდვების განხორციელება არა მარტო განვითარებულ ,არამედ გავითარებად ქვეყნებშიც, რადგანაც გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს:
ჩვენ გავითავისეთ რომ გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებული ნახშირ-ორჟანგისა და სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიგემში თუ ალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორცია ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ რომ ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რობერტ ვატსონი აცხადებს რომ ღარიბი ქვეყნებისთის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია.მან იქვე დასძინა რომ შეერთებული შტატები, ჩინეთი და ინდოეთი ენერგიის გამომუშავებას ნახშირზე დაყრდნობით აწარმოებს.
ამჟამად ჩვენი მიზანია განვავითაროთ ისეთი ტექნოლოგია რომელიც ნახშირის საშუალებით ენერგიის გამომუშავებას შესაძლებლობას მოგვცემს მაგრამ გამონაბოლქვის ატმოსფეროში გასვლას შევაკავებთ. მეცნიერებაში ამას ნახშირბადების შეგროვებისა და შენახვის ტექნოლოგია ეწოდება.
დიდი რვიანის 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებათა ნაწილია ვაშინგტონში გამართული ეს ფორუმიც. გლობალური დათბობის საკითხის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ივლისის თვეში დაგეგმილ კონფერენციაზე დიდი რვიანის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გააკეთებს განცხადებას.
წყარო : american voice
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment